I აკაკი
შანიძე, ივანე იმნაიშვილი, ლეო კვაჭაძე - ქართული ენის გრამატიკა V – VI კლასი:
https://drive.google.com/file/d/1O9YBtIX-p-r-qVzc89kUiDBat0X5NPd5/view?usp=sharing
II
აკაკი შანიძე, ივანე იმნაიშვილი, ლეო კვაჭაძე - ქართული ენის გრამატიკა V კლასი:
https://drive.google.com/file/d/1vLwHtrijGpy98GbwNVoShk9aUDtS3N3k/view?usp=sharing
III
აკაკი შანიძე, ივანე იმნაიშვილი, ლეო კვაჭაძე - ქართული ენის გრამატიკა VI კლასი:
https://drive.google.com/file/d/1m20snFYEKdImKiFmMU_g00jvXH4nP4by/view?usp=sharing
IV
აკაკი შანიძე, ივანე იმნაიშვილი, ლეო კვაჭაძე - ქართული ენის გრამატიკა VII კლასი:
https://drive.google.com/file/d/1i8xE9X6rxtPTmxZa_h0sN6qQWW4EjGz_/view?usp=sharing
V აკაკი
შანიძე, ივანე იმნაიშვილი, ლეო კვაჭაძე - ქართული ენის გრამატიკა VIII კლასი:
https://drive.google.com/file/d/11daWPRBGSgWkwPougKsYJHyK6mCspB16/view?usp=sharing
VI აკაკი
შანიძე, ივანე იმნაიშვილი, ლეო კვაჭაძე - ქართული ენის გრამატიკა IX კლასი:
https://drive.google.com/file/d/1m3mIf7RjjfinVFeqwVC-ELCjdT9V-eCx/view?usp=sharing
მარადიული სათხოვარი:
1. ყველა გვერდზე დაწეროთ
კომენტარი, სულ ორი სიტყვა:
"მადლობა", "რა კარგია"…
2. ზემოთ, მარჯვენა
მხარეს არის ფანჯარა "submit".
მანდ შეიყვანეთ თქვენი იმეილი
და დააწკაპეთ submit-ს. იმეილზე
მოგივათ ბმული, რომელსაც ისევ
უნდა დააწკაპოთ. ეს ნიშნავს,
რომ თქვენ გამოიწერეთ ეს ბლოგი
და როცა რამეს დავკიდებ, თქვენს
იმეილზე მოგივათ შეტყობინება.
3. გააზიარეთ ეს ბლოგი
თქვენი ფეისბუკის კედელზე
– სხვებიც გაიგებენ.
4. ჩამოქაჩეთ ეს წიგნები
და გქონდეთ კომპში. ამ ბლოგებს
და დრაივებს როდის გათიშავენ,
არავინ არ იცის.
5. ისე, მე ეს სახელმძღვანელოები
იმისთვის დავასკანერე, რომ
ამობეჭდოთ და გქონდეთ შენახული.
ბიბლიოთეკებიდან ეს წიგნები
უკვე გ ა დ ა ყ რ ი ლ ი ა. ასე თუ
გაგრძელდა, - და, მა, როგორ
გაგრძელდება?! - ცოტა ხანში
ამობეჭდვაც გართულდება, რადგან
ამასაც ფული სჭირდება.
შენიშვნა: გრამატიკის
სწავლების მეთოდიკა საბჭოთა საქართველოში მუდმივი არ იყო, სხვა და სხვა
წლებში გარკვეული ცვლილებები შეჰქონდათ ხოლმე. ამიტომ წესით, მე უნდა
დამესკანერებინა აკაკი შანიძისა და ლეო კვაჭაძის გრამატიკის
სახელმძღვანელოების ერთიანი ქრონოლოგიით გამოცემული ერთი რომელიმე ნაკრები,
რომ პროგრამის თანმიმდევრობა ერთიანი ყოფილიყო. მაგრამ ამ
სახელმძღვანელოებიდან, ზოგი მეგობართან ვიპოვე და ზოგი თვითონ ბატონი ლეო
კვაჭაძის ქალიშვილს ვეთხოვე. ამდენად, მივიღეთ სხვა და სხვა დროს
გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, რომლებშიც ქრონოლოგიური და, ერთი
შეხედვით, პროგრამული ერთიანობა მოცემული არ არის. სკოლებიდანაც და
თბილისის ბიბლიოთეკებიდანაც ძველი სახელმძღვანელოები გადაყარეს. მათი
მოძიება, ალბათ, ჯერ კიდევ შეიძლება საჯარო ბიბლიოთეკაში, მაგრამ ამ
წუთისთვის საჯარო ბიბლიოთეკაც დაკეტილია და როდის გახსნიან, კაცმა არ იცის.
მაგრამ საქმე ისაა, რომ გრამატიკის ეს წიგნები, რომლებიც დავასკანერე,
სრულად მოიცავს აკაკი შანიძისა და ლეო კვაჭაძის მიერ შედგენილი გრამატიკის
სწავლების პროგრამას. ამისათვის საჭიროა, რომ სწავლება დავიწყოთ 1974 წელს
გამოქვეყნებული სახელმძღვანელოთი "ქართული ენის გრამატიკა, I ნაწილი, V-VI
კლასების სახელმძღვანელო". შემდეგ გავაგრძელოთ სახელმძღვანელოთი "ქართული
ენა, V კლასის სახელმძღვანელო" და შემდეგ დანარჩენი სახელმძღვანელოებით -
VI, VII, VIII და IX კლასების. ასე გამოვა, რომ ჯერ ვსწავლობთ მორფოლოგიას,
შემდეგ სინტაქსსა და პუნქტუაციას და შემდეგ ახალი მასალის სწავლასთან
ერთად ვიმეორებთ ადრე ნასწავლსაც, რადგანაც იმდროინდელი სასკოლო პროგრამის
ერთერთი პრინციპი იყო წინა წლებში ნასწავლი საკითხების მუდმივად გამეორება